პიერ ოგიუსტ რენუარი
პიერ ოგიუსტ რენუარი (Pierre-Auguste Renoir), (დ. 25 თებერვალი, 1841, ლიმოჟი, საფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი, 1919, კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.




კატეგორია: მხატვრობა |


ამერიკელი ფოტოგრაფი. ტერი რიჩარდსონი (Terry Richardson), დაიბადა ნიუ-იორკი-ში, ბობ რიჩარდსონის შვილი, ფოტოგრაფი, რომელიც ბრძოლობს ნარკომაინიის წინააღმდეგ.




კატეგორია: ფოტოგრაფია |



თბილისის ტელეანძა
 — დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურა საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა 1955 წელს; მდებარეობს 
მთაწმინდაზეთბილისშისაქართველო




კატეგორია: არქიტექტურა |



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ (ყოფილი ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში; მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია არჩილ ფრანგიშვილი.




კატეგორია: არქიტექტურა |


იოჰან სებასტიან ბახი (დ. 21 მარტი/ 31 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.




კატეგორია: მუსიკა |



ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.   





კატეგორია: მუსიკა |


ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.




კატეგორია: არქიტექტურა |


ემპაირ სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building), 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს" მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.




კატეგორია: არქიტექტურა |


იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant) (* 22 აპრილი 1724, კიონიგსბერგი; † 12 თებერვალი 1804, იქვე) - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანელი ფილოსოფოსი.




კატეგორია: ლიტერატურა |


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.




კატეგორია: მუსიკა |

1 2 3 »
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
ხელოვნების რომელ დარგს ანიჭებთ უპირატესობას??
სულ პასუხი: 110
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
skype