პიერ ოგიუსტ რენუარი პიერ ოგიუსტ რენუარი (Pierre-Auguste Renoir), (დ. 25 თებერვალი, 1841, ლიმოჟი, საფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი, 1919, კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.
|
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
|
ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
|

ეტორე ტიტო (Ettore Tito – 1859-1941) იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა მისი ეპოქის თანამედროვე ცხოვრების აღწერითა და ვენეციის ლანდშაფტის ნახატებით.
ეტორე ტიტო დაიბადა 1859 წლის 17 დეკემბერს, ნაპოლისთან ახლოს სოფელ კასტელამარიში. მისი დედა ლუიჯია ნოველო ტიტო ვენეციელი იყო და როცა ეტორე ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ვენეციაში გადავიდა. ეტორემ ხატვისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გამოიჩინა, თავიდან მას ჰოლანდიელი მხატვარი სესილ ვან ჰანენი ავარჯიშებდა, მოგვიანებით კი 12 წლის ასაკში ის ვენეციის ,,Belle Arti-ს სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც პომპეო მარინო მოლმენტი წრთვნიდა და 17 წლის ასაკში კურსდამთავრებულის დიპლომიც აიღო. პირველ წარმატებას 1887 წელს მიაღწია, როცა ვენეციის ,,ნაციონალურ სამხატვრო ექსპოზიუმზე" მისმა ნახატმა ,, Pescheria vecchia a Venezia" გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად რომის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა (თუმცა, სამწუხაროდ, ნახატზე ხელი არ მიგვიწვდება).
1894-დან 1927 წლამდე იყო ,,Belle Arti”-ს სამხატვრო აკადემიის პროფესორი . 1915 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ ,,პანამა-წყნაროკეანურ საერთაშორისო გამოფენაზე" დაჯილდოვდა მთავარი პრიზით. 1926 წელს კი იტალიის სამეფო აკადემიის წევრი გახდა.
ეტორე ტიტო 81 წლის ასაკში, 1941 წლის 26 იანვარს ვენეციაში გარდაიცვალა, ქალაქში სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.
|
|