მთავარი » 2011 სექტემბერი 10 » ამადეო მოდილიანი (ასევე ციტატები)
20:32 ამადეო მოდილიანი (ასევე ციტატები) | |
![]() ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ადრინდელი პერიოდი ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში (მეოთხე). ამადეოს დაბადებამდე, ოჯახის საქმეები (შეშითა და ნახშირით) ვაჭრობა დაეცა; ამედეოს დედას, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს ნაწარნოების თარგმნით. რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა. 11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს - ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში. შემოქმედება მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე. მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება. გარდაცვალება მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგად იგი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველნაირ სხვა სამყაროზე უკეთესიც. Portrait of Maude Abrantes, 1907 ![]() Paul Guillaume, Novo Pilota, 1915 ![]() Bride and Groom, 1915 ![]() Jacques and Berthe Lipchitz, 1916 ![]() Portrait of Beatrice Hastings, 1916 ![]() Portrait of Moise Kisling, 1915 ![]() Madame Kisling, 1917 ![]() Nude Sitting on a Divan ("La Belle Romaine"), 1917 ![]() Red Nude, 1917 ![]() Nude on a Blue Cushon, 1917 ![]() Portrait of Jeanne Hébuterne, 1918 ![]() Seated Nude, 1918, Honolulu Academy of Arts ![]() Dedie Hayden, 1918, Centre Georges Pompidou ![]() Self-portrait, 1919, oil on canvas, Museum of Contemporary Art, São Paulo, Brazil ![]() Gypsy Woman with Baby, 1919, National Gallery of Art The little peasant, 1918, Tate Modern, London ![]() | |
|
სულ კომენტარები: 0 | |