16:36 კონფუცი (ასევე ციტატები) | |
კონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ - გ. ძვ. წ. 479) - ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი ("მასწავლებელი კუნი") ან უბრალოდ ცზი - "მასწავლებელი". (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო). ლეგენდის თანახმად,მისი დაბადება იწინასწარმეტყველა მარტორქამ. მართალია,ის ღარობ ოჯახში დაიბადა,მაგრამ მან შეძლო მიეღო შესანშნავი განათლება.19 წლის ასაკში დაქორწინდა.ეყოლა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 527 წელს მას დედა გარდაეცვალა.მას შემდეგ მან გააგრძელა თავის კარიერა,მასწავლებლის რანგში. კონფუცის სკოლაში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელები სწავლობდნენ – არისტოკრატებიც და უიღბლო ადამიანებიც. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი უძველეს ჩინეთში იყო ბრძენი ფილოსოფოსი კონფუცი.კონფუცი იყო ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე და სოციალური ფილოსოფოსი,რომლის სწავლებამ და ფილოსოფიამ ღრმა გავლენა იქონია ჩინურ,იაპონურ,კორეულ და ვიუტნამურ ცხოვრებაზე და აზროვნებაზე.მისი ფილოსოფია დაკავშირებულია და პირად და სამთავრობო მორალთან,სოციალურ ურთიერთობასთან,სამართლიანობასთან და გულწრფელობასთან.ამ ღირებულებებმა მოიპოვა სახელი,სხვა დოკრტინბთან ერთად,როგორიცაა „ლეგალიზმი" და „ტაოიზმი",ჰანის დინასტიის დროს.კონფუცის ნააზრები ჩამოყალიბდა,როგორც კონფუციზმი. მას გუბერნატორადაც მოიხდა ყოფნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ტერიტორიას მართავდა.მისი ნიჭის შესახებ ბევრა იცოდა და,ამიტომ გასაკვირიც არ არის,რომ მას რჩევის საკითხავად მეზობელი სამეფოებიდანაც რომ აკითხავდნენ. ციტატები ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება - ყველაზე კეთილი, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი. სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო. უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს. იცვალე, რათა შეინარჩუნო - მთავარი პრინციპი. ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები. მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი. ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას. ადამიანი აფართოებს გზას და არა გზა აფართოებს ადამიანს. მე გავიგონე და დამავიწყდა. რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები. აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა. ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის. ის, რასაც სრულყოფილი ეძებს - თავად მასშია, ის რასაც ეძებს არასრულყოფილი - სხვებში. შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ. მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან. ადრე ხალხი სწავლობდა, რათა სრულ-ეყო საკუთარი თავი. დღესდღეობით კი მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ სხვებთან თავი მოიწონონ. როგორ შევძლებთ გავიგოთ, რა არის სიკვდილი მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რა არის სიცოცხლე? ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ. მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები. საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება. განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან. ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს,არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს. "შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო – ეს ლაჩრობაა." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |