მთავარი » 2011 სექტემბერი 10 » თაჯ-მაჰალი
15:55 თაჯ-მაჰალი | |
![]() ქვეყანა: ინდოეთი ტიპი: კულტურული რეგიონი: აზია და ოკეანეთი კოორდინატები: 27°10′27″ ჩ. გ. 78°02′32″ ა. გ. თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; ”სასახლე-გვირგვინი”) - ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |