მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14

ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.




კატეგორია: არქიტექტურა |


ემპაირ სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building), 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს" მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.




კატეგორია: არქიტექტურა |


იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant) (* 22 აპრილი 1724, კიონიგსბერგი; † 12 თებერვალი 1804, იქვე) - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანელი ფილოსოფოსი.




კატეგორია: ლიტერატურა |


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.




კატეგორია: მუსიკა |


მიგელ დე სერვანტეს საავედრა (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი – გ. 23 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი".




კატეგორია: ლიტერატურა |


იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ. Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, მაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი), გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.




კატეგორია: ლიტერატურა |


დანტე ალიგიერი (იტალ. Dante Alighieri; დ. 1265 - გ. 13/14 სექტემბერი, 1321) — იტალიელი მწერალი, პოეტი ფლორენციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა ეპითეტი "ღვთაებრივი"), რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას "უზენაეს პოეტს" (იტალ. il Sommo Poeta) უწოდებენ.




კატეგორია: ლიტერატურა |

შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
ხელოვნების რომელ დარგს ანიჭებთ უპირატესობას??
სულ პასუხი: 110
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
skype