მთავარი » 2011 სექტემბერი 11 » გურამ დოჩანაშვილი-ბიოგრაფია (ასევე ციტატები)
18:29 გურამ დოჩანაშვილი-ბიოგრაფია (ასევე ციტატები) | |
-დაბადების თარიღი: 1939, 26 მარტი დაბადების ადგილი: თბილისი ეროვნება: საქართველო საქმიანობა: მწერალი პერიოდი : 1961—2006 თემატიკა: ათი მცნების თემატიკა მიმდინარეობა: რეალიზმი Magnum opus: "სამოსელი პირველი "(რომანი, 1978) ჟანრი: ეპიკური, ტრაგიკულ–სატირული დებიუტი: „მთის გადაღმა", 1961 ბიოგრაფია გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1936 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი ( აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა". 1968 წელს მიიღეს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება", — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის." პრეზენტაცია „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" 2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაცია გაიმართა. რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციას დაეწსრო თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელმაც ქართველ ხალხს ახალი წიგნის დაბადება მიულოცა. წიგნის პრეზენტაცია მწერალს კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმაც მიულოცა. განათლება 1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პრეიოდში მწერალმა მონაწილეობა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში მიიღო. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის" პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორია. ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს... დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე... დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით. სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა... სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყო... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... გამოცემული წიგნები „მთის გადაღმა". მოთხრობები. თბ., „ლიტერატურა და ხელოვნება", 1966. „ნაბიჯი". მოთხრობები. თბ., „საბჭოთა საქართველო", 1969. „ათასი წვრილმანი". თბ., „ნაკადული", 1972. „მხიარული ბორცვი". მოთხრობები. თბ., „ნაკადული", 1971. „სამოსელი პირველი". რომანი. წ.1. თბ., „ნაკადული", 1975. „სამოსელი პირველი". რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული", 1978. „სამოსელი პირველი". რომანი. წ. 3. თბ., „მერანი", 1980. „საქმე". მოთხრობები. თბ., „მერანი", 1974. მოთხრობები. თბ.,"საბჭოთა საქართველო", 1976. „ყველაზე კარგი პაპა". ზღაპარი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთათვის. თბ., საქ. კპცკ-ს გამ-ბა, 1976. „განმსდგომი შუაკაცი". მოთხრობები. თბ., „ნაკადული", 1983. „სამოსელი პირველი". რომანი. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო", 1982. ორი მოთხრობა. თბ., „მერანი", 1984. „ბაქანი". მოთხრობები. თბ., „მერანი", 1988. „სამოსელი პირველი". რომანი. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო", 1990. ოთხი მოთხრობა. თბ., „მერანი". 1991. მოთხრობები. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო", 1987. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". მოთხრობები. თბ., „საარი", 2001. ხუთი მოთხრობა. თბ., „საარი", 2002. „ძმისავ". მოთხრობა. თბ., „მარსი", 2002. „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები". ფანტასტ. მოთხრობა. თბ., „საარი", 2002. „მხოლოდ ერთი კაცი", მოთხრობები, თბ., „მარსი", 2002. „სამოსელი პირველი". რომანი. თბ., „საარი", 2002. "დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც. თბ., „მარსი", 2002 „ძნელი". მოთხრობები. თბ., „მარსი", 2002. „ხორუმი ქართული ცეკვაა". პიესა. თბ., „მარსი", 2003. „ლოდი ნასაყდრალი", რომანი. თბ., „მარსი".2002. „ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი." ახალი რომანი, „აისი", 2005. „იქამდე". მოთხრობები. თბ., „ნაკადული", 1991. „კეჟერაძეები". ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა", 2005. თხზულებები. ოთხტომეული. თბ., 2003. „Песня без слов." Рассказы. Тб., „Мерани". 1983. "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება", თბილისი, 2010
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |