მთავარი » 2011 » სექტემბერი » 11

სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.

ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.

ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი სამხრეთ-უელსის ხელოვნების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.




კატეგორია: არქიტექტურა |


ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.




კატეგორია: არქიტექტურა |


გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო) — თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. გურამ დოჩანაშვილის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა არის. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.




კატეგორია: ლიტერატურა |

საიტი დაარსდა იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობამ გაიცნოს მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები და ყოველმა ადამიანმა გაიგოს თუ რა შეუძლია ადამიანის გონებასა და ხელს.... საიტზე წარმოგიდგენთ მხატვრობის, მუსიკის, ლიტერატურისა და არქიტექტურის მსოფლიო შედევრებს... გაიგებთ ლეგენდარული ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ... ასევე მათ ციტატებსა გამონათქვამებს... შევეცდებით რაც შეიძლება მეტი სურათი, ნაწარმოები თუ კომპოზიცია მოვიძიოთ... ასევე ადმინისტრაციის სურვილია თუ მეტი ადამიანი გაყვება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და შექმნის ახალ მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშს..... გახსოვდეთ რომ ხელოვნება ადამიანის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა ამიტომ მის გარეშე სამყაროს არსებობა უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია. (თუ გადაწყვრტთ რაიმე სიახლის დადებას ნებისმიერ ადამიანს მივცემ ადმინისტრატორის უფლებებს)




კატეგორია: საიტის შესახებ |

შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
ხელოვნების რომელ დარგს ანიჭებთ უპირატესობას??
სულ პასუხი: 110
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
skype