მთავარი » 2011 სექტემბერი 11 » სიდნეის ოპერის თეატრი
18:47 სიდნეის ოპერის თეატრი | |
![]() სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის. მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და დაჯდებოდა 7 მილიონი დოლარი, მაგრამ მისი მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი… აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებამდე რამოდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1966 წელს Jorn Utzon-მა საერთო ენა ვეღარ გამონახა პროექტის დამფინანსებლებთან და პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა, რომელიც ადგილობრივმა არქიტექტორებმა გააგრძელეს. თუმცა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად რომ მან პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა, Sydney Opera House-ის დაპროექტებისთვის მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და მრავალი პრემიის ლაურეატია. ყველაზე დიდი პარადოქსი კი ის არის, რომ იგი ისე გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს, რომ აღარ ჩასულა ავსტრალიაში და არასოდეს უნახავს დასრულებული საოპერო თეატრი საკუთარი თვალით. Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს.იგი 1973 წლის 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |